|
||||
|
||||
|
დასკვნა
|
||||
|
2019 წლის 27 თებერვალს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის II განყოფილებიდან შემოვიდა სატელეფონო მომართვა რიმა ჯოლოხავასთან (დაბ.18/03/1965 პ/ნ 62005007065) დაკავშირებით. საქმის შესწავლის მიზნით განვახორციელე ვიზიტი პოლიციის განყოფილებაში. გასაუბრება მოხდა რიმა ჯოლოხავასთან, მისი გადმოცემით ის ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, თუმცა ზუსტ მისამართს ვერ ასახელბს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ 2019 წლის 27 თებერვალს გამთენიისას გოგოლისა და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე იპოვეს ქალბატონი ჩანთებით, რომელმაც არ იცოდა საცხოვრებლის მისამართი და ოჯახის წევრების საკონტაქტო ინფორმაცია. მოქ. რიმას არ შეუძლია ძირითადი ინფორმაციის მოწოდება, ვერ იხსენებს როგორ აღმოჩნდა ქ. თბილისში ზუგდიდიდან, ასევე ვერ ასახელებს ოჯახის წევრების ვინაობას. ამბობს რომ არის 40 წლის თუმცა პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად არის 53 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდი. მოქ. რიმა ამბობს რომ ჰყავს შვილი მონიკა ჯოლოხავა, თუმცა პოლიიცის მოპოვებული ინფორმაციით რიმა ჯოლოხავას შვილია ინგა ჯოლოხავა (პ/ნ 62005026080), რეგისტრაციის მისამართია ოჩამჩირე ს. აძიუბჟა და შვილიშვილი მონიკა ჯოლოხავა (პ/ნ 62309012259) რეგისტრაციის მისამართია გალი სოფელი მუხური. რიმა ჯოლოხავამ გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სტკივა მუხლები და აქვს სმენის პრობლემა. ჩვენს
ხელთ არსებული მონაცემებითა და პოლიციის მიერ განხორციელებული სამძებრო
სამუშაობის შემდგომ ვერ მოხერხდა რიმა ჯოლოხავას საცხოვრებელი მისამართის
ან ოჯახის წევრების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება. ასევე დავუკავშირდით
ზუგდიდის სამხარეო ცენტრის უფროსს სოციალურ მუშაკს, ინფორმაციის დაზუსტების
მიზნით, სამხარეო ცენტრი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას რიმა
ჯოლოხავასთანდა მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. პოლიციის მიერ
მოპოვებული საკონტაქტო ნომერი არ არის რეგისტრირებული ქსელში. რიმა
ჯოლოღავა არ ფიქსირდება მეურვეობა მზრუნველობის ერთიან ბაზაშიც. რიმა
ჯოლოხავას არ აქვს თავშესაფარი და არ ყავს მხარდამჭერი ქსელი.
წუხანდელი ღამე გაათენა პოლიციის განყოფილებაში და აჟამადაც იქ
იმყოფება. მოქალაქეს არ აქვს არსად წასასვლელი და ღამის გასათევი, რაც
საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია გადაუდებელი წესით ჩაირიცხოს სპეციალიზირებულ
დაწესებულებაში, რათა არ დაირღვეს რიმა ჯოლოღავას უფლებრივი მდგომარეობა და
არ შეექმნას საფრთხე მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკი მარიამი ბეგიაშვილი |